"მე მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ცდილობს ახლა, რომ რაღაცნაირად აიმაღლოს", - ასე ეხმაურება ოცნების დეპუტატი გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან ნებისმიერ ფორმატში დებატებისთვის მზადაა.
როგორც ზარქუა ამბობს, გახარიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ივანიშვილის დებატებში გაწვევის უფლება, რაც მის მიერ გაკეთებული საქმეების "ერთ პროცენტს მაინც" გააკეთებს ქვეყნისთვის.
"მე მესმის, მას შელახული აქვს იმიჯი და ცდილობს ახლა, რომ რაღაცნაირად აიმაღლოს და გამოიწვია ბატონი ივანიშვილი, რომლის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია, ასე თამამად გამოიწვიოს.
მანამდე, მე ვურჩევ, გიორგი, ჩემო ძმაო, ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე, შემდეგ გადადი ჭიჭე ვაშაძეზე, დაგაკვრდებით, იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც", - ამბობს ზარქუა.
გუშინ პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, გიორგი გახარიამ ივანიშვილის პოლიტიკაში "დაბრუნებაზე" ისაუბრა, რა დროსაც თქვა, რომ ივანიშვილს ნებისმიერ ფორმაში შეხვდება და იმედი გამოთქვა, რომ მას ამისთვის "გამბედაობა ეყოფა".